ნუ დაგვემუქრებით, თქვენი მუქარის არავის ეშინია - კერძო ბიზნესი შაბათს თვითნებურად იხსნება

გამოქვეყნდა:

ბიზნეს სექტორი საკუთარი ულტიმატუმიდან გადახვევას არ აპირებს - ობიექტები შაბათს თვითნებრუად გაიხსნებიან. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთვრობის მხრიდან მუქაირს არ ეშინიათ და თუ ხელისუფლება დაჯარიმებას დაიწყებს პროტესტი მაინც გაგრძელდება.

"ჩვენ ვერ დაგვემუქრება ქალბატონი თურნავა იმიტომ, რომ ერთი წელია მხოლოდ ამას გავიძახით, რომ ამ სეგმენტს დახმარება უნდა, გვერდში დგომა უნდა, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უნდა, ამიტომ, ქალბატონო თურნავა, ნუ დაგვემუქრებით, თქვენი მუქარის არავის არ ეშინია. შემოხვალთ და დაგვაჯარიმებთ?! მიიღებთ სრულ ბუნტს საქართველოს მასშტაბით", - თქვა გიორგი მთივლიშვილმა, გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელმა.

ის მთავრობას მოუწოდებს ნებისმიერ ნაბიჯზე და განცხადებაზე დაფიქდნენ. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრმა დღეს თქვა, რომ წესების დარღვევაზე და დაუმორჩილებლობაზე მკაცრი რეაქცია ექნებათ.

"შეგნებული ადამიანი პირუტყვს არ მიუდგება ისე, როგორც ჩვენ გვიდგება სახელმწიფო. მიგვატოვა პირდაპირი მნიშვნელობით", - ამბობს ბავშვთა გასართობ ცენტრის დამფუძნებელი, გიორგი ხარებაშვილი.

ამ თემაზე დღეს კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ რესტორნებთან კიდევ გამართავენ დამატებით შედეგებს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ სფეროსთვის მათი დამატებითი ახსნა-განმარტებები მისაღები იქნება.

"მიმდინარეობს ბიზნესთან, რა თქმა უნდა, ყოველდღიური კომუნიკაცია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესის მხრიდანაც ყველაფერი არის სწორად აღქმული, ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ გავიგოთ ის ეკონომიკური მდგომარეობა, რაც დღესდღეობით ბიზნეს და ჩვენს მოქალაქეებს გააჩნიათ, მაგრამ საპირწონეთ ჩვენ გვაქვს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ 2 თებერვლას რესტორატორების ასოციაციამ განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად 200-მდე ობიექტი შაბათს, 6 თებერვლად თვითნებურად გახსნას აპირებს. მათი მხარდამჭერი აქცია უკვე დაგეგმა "სირცხვილიამ", რომლებმაც მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შაბათს რესტორნებს ეწვიონ, ხოლო კომენდანტის საათის დროს დაუმორჩილებლობის მარში გაიმართება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი