კომენდანტის დროს დაუმორჩილებლობის მარში - შაბათს თბილისში აქცია დაიგეგმა

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად თბილისში კიდევ ერთი აქცია დაიგეგმა. მოძრაობა "სირცხვილია" წერს, რომ მოქალაქეების დაუმორჩილებლობის დრო დგება.

აქციის ორგანიზატორები სოლიდარობას უცხადებენ 200-მდე რესტორანს, რომლებიც 6 თებერვალს თვითნებურად გაიხსნებიან და მოქალაქეებს მოუწოდებენ ეწვიონ სხვადასხვა ობიექტებს. 

გარდა ამისა, კომენდატის საათის დროს ისინი დაუმორჩილებლობის მარშს მოაწყობენ.

"როდესაც ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არათუ რამე გეგმა აქვს, არამედ უფრო აღრმავებს მას და როდესაც ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების არ ესმის, პანდემიას კი მისთვის სასიკეთოდ და სხვებისთვის საზიანოდ იყენებს მოქალაქეების დაუმორჩილებლობის დრო დგება!

შაბათს, 6 იანვარს, 200-მდე რესტორანი აღარ დაემორჩილება მთავრობის დაუსაბუთებელ შეზღუდვებს და გაიხსნება. დილიდან შეგვიძლია ვესტუმროთ ბარებსა და რესტორნებს, ვისარგებლოთ მათი მომსახურებით და გავამხნევოთ მათი მფლობელები. ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის და ჩვენი მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია.

საღამოს, ე.წ. "კომენდანტის საათის" დროს, ვგეგმავთ დაუმორჩილებლობის ფერად, მხიარულ და ბრჭყვიალა მარშს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია. სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები, სადღესასწაულო ქუდები და სხვა რეკვიზიტები, რომლებიც მარშს კიდევ უფრო ფერადსა და დაუმორჩილებელს გახდის", - წერს მოძრაობა "სირცხვილია". 

"სირცხვილია" აქცია პარლამენტთან 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვლას რესტორატორების ასოციაციამ განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად 200-მდე ობიექტი შაბათს, 6 თებერვლას თვითნებურად გაიხსნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი