ოკუპანტების მიერ სოფელ გუგუტიანთკარიდან გატაცებული პირი 35 წლის რამაზ ბეღელურია

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკარიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე 35 წლის რამაზ ბეღელურია. 

ოჯახის ინფორმაციით, კაცი საკუთარი მიწის ნაკვეთიდან გაიტაცეს, უკვე მეორედ. ის თავდაპირველად რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ოპკუპირებული ცხინვალის იზოლატორში. 

ბრალდება ე.წ.საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს სოფლიდან გატაცების პირველი შემთხვევა არ არის. 

"პატრონი არ გვყავს, ჩვენს ნაკვეთებში არ გვიშვებენ. ხან ვის შეჩივლეთ, ხან ვის", - ამბობს ერთ-ერთი მოსახლე.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს ინფორმაცია უკვე აქვთ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი