ვაქცინაცია და ხარვეზები - პირველი ეტაპისთვის 10 ცენტრი შეირჩა

გამოქვეყნდა:

თებერვლის მეორე ნახევრიდან საქართველში 15 000 ექიმი აიცრება. როდის ჩამოვა ვაქცინის სხვა პარტია, ან როდის მოიცავს პროცესი მოსახლეობის ფართო მასებს ისევ არავინ იცის.

ჯანდაცვაში ამტკიცებენ, რომ "ფაიზერის" ვაქცინისთვის მზადაა ყველაფერი და ხარვეზი არ იქნება. 

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ვაქცინაციის პირველი ეტაპისთვის სულ 10 ცენტრი შეირჩა, მათ შორის 7 თბილისში და 3 რეგიონებში. 

მედპერსონალს "ფაიზერის" ვაქცინით, თებერვლის მეორე ნახევრიდან აცრიან. ქვეყანაში დაახლოებთ 30 000 დოზა შემოვა, ამის შემდეგ კი მარტიდან, სავარაუდოდ უკვე "ასტრაზენეკას" ვაქცინით, აცრების მეორე ეტაპი დაიწყება.

ექსპერტები კი ვაქცინაციის გეგმის ნაკლოვანებებზე საუბრობენ. მათი თქმით, მედიკამენტის გაცემის კრიტერიუმი იმდენად ბუნდოვანია, რომ ის კორუფციისა და უსამართლო გადანაწილების რეალურ რისკებს ქმნის. 

ამის დამადასტურებლად მათ ის წერილი მოაქვთ, რომელიც 28 იანვარს გადაეგზავნათ კლინიკების ხელმძღვანელებს და სადაც ეწერა, რომ მათ უნდა განსაზღვრონ ასაცრელი პირები.

შესაბამისად, კლინიკების ხელმძღვანელებს საშუალება აქვთ სიაში საკუთარი ახლობლებიც ჩაწერონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი