ქსნის ციხეში პატიმარმა ჭრილობები მიიყენა

გამოქვეყნდა:

ქსნის ციხეში, პატიმრის მიერ, თვითდაზიანებების მიყენების ფაქტს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.  როგორც "მთავარს" უწყებაში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, პატიმარმა თვითდაზიანებები მუცლის არეში მიიყენა. მიზეზად კი ადმინისტრაციისგან  უყურადღებობას ასახელებს. პატიმრის ახლობლების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ექიმის დახმარება სჭირდებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი