
მთავრობის მუქარის მიუხედავად ბიზნეს სექტორის გაგმები უცვლელი რჩება. დაუმორჩილებლობის აქცია, რომელსაც 6 თებერვალს რესტორნების მფლობელები გეგმავენ ისევ ძალაშია, ამიტომ მთავრობის სურვილის მიუხედავად ობიექტები მაინც გაიხსნება.
"ჩვეულებრივად ვხსნით რესტორანს და ვიწყებთ ოპერირებას, მიუხედავად იმისა, რა სანქციები არის გამოცხადებული. არაფერი არ გადაიწევა, ეს დაგეგმილია იმ შემთხვევაში, თუ რადიკალური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომელიც შეცვლის ამ გეგმას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შემთხვევაში, გეგმას არ ვცვლით. ამას აცხადებს ხალხი, რომელიც არის დასაქმებული და სურს იმუშაოს", - ამბობს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე.
დღეს, 4 თებერვლად ბიზნესს საკუთარ პოზიციებს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გააცნობს. მან გუშინ იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის ახსნა-განმარტებები სექტორისთვის გასაგები იქნება.
აქვე შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ 2 თებერვლას რესტორატორების ასოციაციამ განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად 200-მდე ობიექტი შაბათს, 6 თებერვლად თვითნებურად გახსნას აპირებს. მათი მხარდამჭერი აქცია უკვე დაგეგმა "სირცხვილიამ", რომლებმაც მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შაბათს რესტორნებს ეწვიონ, ხოლო კომენდანტის საათის დროს დაუმორჩილებლობის მარში გაიმართება.