დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 4 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 240 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 671 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო  19 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავრობის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი შემდეგია: დღიური - 3,51%, ბოლო 14 დღის - 4,41% ბოლო 7 დღის - 3,79%.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 104 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 76 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი