ბათუმის მერვე საჯარო სკოლის ერთერთ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. არასრულწლოვანი ორი დღის განმავლობაში სკოლაში დადიოდა, მას და გუშინ მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, COVID-19-ის ტესტმა კი, დადებითი პასუხი აჩვენა.
ამ ეტაპზე, კლასის დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 671 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვალა.