ფოთში შუახნის მამაკაცი ჩაცხრილეს

გამოქვეყნდა:

მასალა ახლდება

ფოთში, ნაბადას ტერიტორიაზე, შუახნის მამაკაცი ჩაცხრილეს. "მთავარის" ინფორმაციით, გ.ა.-ს ცეცხლი "ტოიოტას" მარკის ავტომანქანიდან გაუხსნეს.

მამაკაცს ცხრა ტყვია ესროლეს. თავდასხმა მასზე იმ დროს მოხდა, როცა მანქანიდან მასთან ერთად მყოფი შვილი გადავიდა და მომსახურების სააგენტოში შევიდა.

მიღებული ჭრილობების გამო, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა - შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და, სავარაუდოდ, კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი