12 წლის გოგო გაიტაცეს და გამოსასყიდს ითხოვდნენ - შემთხვევა ოჩამჩირეში

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს იტყობინება, რომ უკანონოდ დატყვევებული 12 წლის გოგო, სპეცოპერაციის შედეგად, გაათავისუფლეს, პირი კი, რომელმაც მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, დააკავეს.

თვითგამოცხადებული აფხაზეთის უწყების ცნობით, 3 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ოჩამჩირეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 12 წლის ალექსანდრა გ.-ია სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. ოჯახმა ე.წ. მილიციას მიმართა და სამძებრო სამუშაოები დაიწყო, რის შედეგადაც დაადგინეს იმ პირის ვინაობა, ვინც გოგოს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

გაირკვა, რომ ეს პირი 20 წლის ინალ გამახარიაა, რომელიც ასევე, ოჩამჩირეში ცხოვრობს. ე.წ. მილიციის სპეცოპერაციის შედეგად, ალექსანდრა გ.-ია ტყვეობიდან გათავისუფლდა, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

გამახარია დაკავებულია - მან ჩვენებაში აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ გოგონა სახლიდან გაიტყუა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 200.000 რუბლს (დაახლოებით 9.000 GEL) ითხოვდა.

ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი