დაჭრა დადიანზე - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

დადიანის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის სავარაუდო მიზეზი ფული გახდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრამდე 2 ადამიანს შორის კონფლიქტის დროს სწორედ ფინანსურ საკითხზე იყო კონფლიქტი.

მათივე ინფორმაციით, ჩხუბში სხვა ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ, თუმცა დაჭრის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ- სისხლი გასდიოდა კაცს, ავტეხე წივილ-კივილი, სისხლისგან იცლებოდა - ამბობს თვითმხილველი.

არსებული ინფორმაციით, ჭრილობები მამაკაცს ბასრი საგნით,  ფეხში მიაყენეს.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, გამოძიება 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით დაიწყო.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი