43 წლის გურამ ახალაია, საკუთარ მანქანაში, ცეცხლსასროლი იარაღით ბაჩანა შალიკაშვილმა მოკლა. ახალგაზრდა მამაკაცი შვილთან ერთად შსს-ს მომსახურების სააგენტოში იმყოფებოდა და ოჯახის წევრს მანქანაში ელოდებოდა რა დროსაც, მასთან ბრალდებული მივიდა და ორი ტყვია დამიზნებით თავში ესროლა.
სისხლიანი ანგარიშსწორება სავარაუდოდ, 2006 წელს მომხდარ დანაშაულს უკავშირდება, როცა ბრალდებულის ძმა გია შალიკაშვილი პალიასტომის ტბაზე მოკლული იპოვეს. სწორედ ამ მკვლელობაში ადანაშაულებდა გარდაცვლილის ოჯახი გურამ ახალაიას წლების განმავლობაში. ახალაია საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ფოთში ცოტა ხნის დაბრუნდა.
ახალაიას მეუღლე ამტკიცებს, რომ მის ქმარს შალიკაშვილი არ მოუკლავს და ტყუილად აბრალებენ. დაკავებულის ოჯახის წევრებს კი მომხდარზე საუბარი არ სურთ.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ბაჩანა შალიკაშვილი დააკავა. ბრალდებულს 7- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ემა გოგოხია