დღეს საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 498

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 498 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 261 018
  • გამოჯანმრთელებულია - 252 246
  • გარდაცვლილია - 3 258
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 16 808, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9 163, PCR ტესტით - 7 645
  • კარანტინის რეჟიმში - 478
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 287
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 274

მთავრობის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი შემდეგია: დღიური - 3,2%, ბოლო 14 დღის - 4,2% ბოლო 7 დღის - 3,75%

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 105 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 77 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი