გაკოტრების პირას მისულმა კერძო ბაღების სექტორმა, შესაძლოა, საპროტესტო აქციები დაიწყოს

გამოქვეყნდა:

კერძო ბაგა-ბაღების  მფლობელები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება პირობას შეასრულებს და 1 მარტიდან მუშაობას განაახლებენ. წინააღდეგ შეთხვევაში, არ არის გამორიცხული, პროტესტი საჯაროდ გამოხატონ. თუ ბაგა-ბაღების გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდება, ეს სექტორი შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზარალდეს.

სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მასწავლებლებს ხელფასებს ვერ უხდიან, ვერც იჯარის თანხას იხდიან და გაკოტრების პირას აღმოჩნდნენ.

სექტორი ხელისუფლებისგან სესხის პროცენტის  სუბსიდირებას, საიჯარო ხელშეკრულებებზე დახმარებას და ერთჯერად ფულად დახმარებას ითხოვდა, თუმცა მმართველი პარტია მათ  მხოლოდ სესხის პროცენტის სუბსიდირების პაკეტით დახმარებას შეჰპირდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი