ოპოზიცია ქუთაისის მერს დანაშაულის დაფარვას ედავება – იოსებ ხახალეიშვილი შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ

გამოქვეყნდა:

უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილის, დასავლეთ საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიბარებენ.

ოპოზიცია ქუთაისის მერს სამსახურეობრივ გულგრილობას და დანაშაულის დაფარვას ედავება. ენმ–ს ქუთაისის ორგანიზაციის თქმით, მერიის შიდა აუდიტმა საბინაო სამსახურთან დაკავშირებით არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის ბიუჯეტის ფულის გაფლანგვა, თუმცა მერს, რომელიც იმ დროისთვის ვიცე–გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, რეაგირება არ ჰქონია.

პროკურატურას, მერიის შიდა აუდიტის 114 გვერდიანი დასკვნით უკვე მიმართა ენმ–ს წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.

ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით, ქუთაისის მერს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი