დუისში მალხაზ მაჩალიკაშვილი ბაადურ ჩოფანაშვილს ხვდება და განმარტებებს ითხოვს

გამოქვეყნდა:

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ამ წუთებში ორ გვარს შეხვედრა დაიწყო. ერთმანეთს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა და სოფელ ომალოში მცხოვრები ბაადურ ჩოფანაშვილი უნდა შეხვდნენ.

საქმე ეხება ჩოფანაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ახმედ ჩატაევსა და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ადანაშაულებდა და ის მხოლოდ სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, საპროცესო შეთანხმებით  გაუშვეს. მაჩალიკაშვილის თქმით, მან აღიარებით ჩვენებაში სწორედ მალხაზ და თემირლან მაჩალიკაშვილების წინააღმდეგ ილაპარაკა.

"გამოვიდა საპროცესო შეთანხმებით, მე პირველივე დღიდან მქონდა ინფორმაცია, სანამ ის ჩვენებას, რომელიც მე დღეს ხელთ მაქვს, მქონდა იფორმაცია, რომ ის საუბრობს მაჩალიკაშვილს ვახაზე და მის შვილზე თემირლანზე, ადასტურებს, რომ საერთო უცნობ ადამიანებზე, ის იძახის, რომ მაჩალიკაშვილთან იყო ასეთი საუბარი, ფულის ითხოვდა, ჩატაევს შემოიყვანდა, რაც სრული ტყუილია",- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

მაჩალიკაშვილის თქმით, ასევე სიცრუეა ჩოფანაშვილის გავრცელებული ინფორმაცია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ფულს ითხოვდა საქართველოში ჩატაევის შემოსაყვანად.

 ახლა შვილმოკლული მამა ჩოფანაშვილისგან საჯაროდ განმარტებას ითხოვს, გაათავისუფლეს თუ არა ბრალდებული ჩოფანაშვილი მაჩალიკაშვილების წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი