არ დაგვავიწყდეს, რომ პანდემია ჯერ არ არის დამარცხებული - თურნავა რესტორატორებზე

გამოქვეყნდა:

პრემიერის მუქარისა და შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, რესტორატორებმა ხვალინდელ დაუმორჩილებლობის აქციას გააუქმეს. თუმცა, ხვალ მაშტაბურ აქციაზე მაინც გამოვლენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებნ საკუთარი მძიმე მდგომარეობის შესახებ.

მთავრობამ ღია ტიპის რესტორნებს 15 თებერვლიდან მუშაობის განახლების უფლება მისცა, პარალელურად კი დაემუქრა, რომ ვინც დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს, სუბსიდირების პროგრამიდან ამოაგდებს. სარესტორნო ბიზნესი აცხადებს, რომ 15 თებერვლიდან მუშაობის ნაწილობრივ აღდგენა მათთვის დიდ ვერაფერი შეღავათია. 

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა კი ამბობს, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტი პანდემიასთან ბრძოლაა და ბიზნესის გახნისათვის მნიშვნელოვანი "ეტაპობრიობის პრინციპია" 

"მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არ არის სრულფასოვანი, სრულყოფილი ამოქმედება ბიზნესის და არც რესტორნების, მაგრამ მერწმუნეთ ყველას ძალიან გვინდა, რომ ეს მალე მოხდეს, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ პანდემია ჯერ არ არის დამარცხებული, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ერთბაშად 2019 წლის მოცემულობას იმიტომ, რომ ჯერჯერობით ვებრძვით პანდემიას. აქედან გამომდინარე ეტაპობრიობა არის მთავარი პრინციპი" - ამბობს ნათია თურნავა. 

ბიზნეს სექტორის მოთხოვნებია მოთხოვნებია:

  • შაბათ-კვირას დაკეტვის შეზღუდვის მოხსნა;
  • კომენდანტის საათის გაუქმება ან გადაწევა 12:00 საათამდე ;
  • შიდა სივრცების გახსნა;
  • 2 წლიანი საგადასახადო შეღავათები ;
  • თანამშრომლების ძველი ხელაფსების კომპენსანცია სრულ გახსნამდე;
  • ბანკებთან შუამდგომლობა და დაბალპროცენტიანი სესხები.
  •  
მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი