რესტორატორთა ასოციაცია 4 თებერვალს პრემიერის მიერ რეგულაციების შემსუბუქების გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ საკუთარ პოზიციას ავრცელებს და ამბობს, რომ 6 თებერვლას შეზღუდვების წინააღმდეგ გაგეგმილ აქციას უერთდებიან.

ისინი მთავრობას კონკრეტული მოთხოვნების შესრულებას სთხოვენ.

"ეს იყო სარესტორნო ბიზნესის მოთხოვნების დაკმაყოფილების იმიტაცია! ვთვლით, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ჩვეულ მანევრს, რისი მიზანიც იყო ნაწილობრივ, პროტესტის მუხტის ჩაქრობა და ნაწილობრივ, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვების მცდელობა.

ჩვენი მთავარი კითხვები ისევ პასუხგაუცემელია. ველოდებით რეალური გეგმას. აქვე ვაცხადებთ , რომ თუ ამ გეგმის შესაქმნელად მთავრობაში არ არსებობს კომპეტენტური ინსტიტუცია, მზად ვართ დავეხმაროთ მათ და შევიმუშაოთ კრიზისიდან გამოსვლის ეფექტური, დარგის წარმომადგენლების და სპეციალისტების მიერ შემუშავებული გეგმა.

ვიზიარებთ პანდემიის შედეგად დაზარალებული ყველა სხვა სექტორის პროტესტს , მათ შორის: ფიტნესის ცენტრების , ბავშვთა გასართობი ცენტრების, მუსიკოსების, თეატრების და ა.შ.

მხარს ვუჭერთ აღნიშნულ სექტორებში რეგულაციების მოხსნას და ქვეყნის ეკონომიკის სრულად ამოქმედებას. ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით საბოლოო შედეგების მიღწევამდე!", - წერია ასოციაციის განცხადებაში. 

რესტორატორთა ასოციაცია აცხადებს, რომ 6 თებერვალს საპროტესტო აქციას უერთდებიან და ასევე, მონაწილეობას მიიღებენ "კომენდანტის საათის" დროს დაუმორჩილებლობის მსვლელობას. ამ სექტორის მოთხოვნებია:

  • შაბათ-კვირას დაკეტვის შეზღუდვის მოხსნა;
  • კომენდანტის საათის გაუქმება ან გადაწევა 12:00 საათამდე ;
  • შიდა სივრცების გახსნა;
  • 2 წლიანი საგადასახადო შეღავათები ;
  • თანამშრომლების ძველი ხელაფსების კომპენსანცია სრულ გახსნამდე ;
  • ბანკებთან შუამდგომლობა და დაბალპროცენტიანი სესხები.

ასოციაცია ითხოვს, რომ ხელისუფლებამ ერთი კვირის განმავლობაში წარუდგინოს მათ კრიზისიდან გამოსვლის გრძელვადიანი გეგმა და დააკმაყოფილოს სექტორის ყველა მოთხოვნა. თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი შემდგომ ნაბიჯებს საზოგადოებას მოგვიანებით გაუზიარებენ.

შეგახსენებთ, რომ კერძო ობიექტებს შაბათს, 6 თებერვლას თვითნებული გახსნა ჰქონდათ დაგეგმილი, მათმა ნაწილმა განაცხადა, რომ პოზიციას იცვლიდნენ და 15 თებერვალს დაელოდებოდნენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი