დღევანდელი, 6 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 269 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით დამატებით 602 ადამიანი დაინფიცირდა, 569 კი გამოჯანმრთელდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 105 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 77 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,3 მილიონზე მეტი.