სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით მოქალაქეები დღეს, 20:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ კოვიდშეზღუდვებს.
მათი თქმით, რეგულაცები მეტად აღრმავებს ეკონომიკურ კრიზისს, ეს მაშინ, როცა პანდემიის ფონზე ბიზნესი ისედაც დაზარალებულია.
"პირველი რიგის ამოცანაა, რომ გაიხნას ტრანსპორტი და მოიხსნას კომენდანტის საათი. შეზღუდვები გაუმართლებელია", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, გიორგი ხვედელიანი.
როგორც აქციის ორგანიზატორები წერენ, პროტესტი კომენდანტის დროსაც გაგრძელდება.
"საღამოს, ე.წ. “კომენდანტის საათის” დროს, ვგეგმავთ დაუმორჩილებლობის ფერად, მხიარულ მარშს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია. სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები, სადღესასწაულო ქუდები და სხვა რეკვიზიტები, რომლებიც მარშს კიდევ უფრო ფერადსა და კიდევ უფრო დაუმორჩილებელს გახდის", - ვკითხულობთ Facebook-ივენთის ტექსტში.
ვრცლად აქციის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.