პოლიციის ავტორიტეტის დაცემის ფონზე, ფოთში კრიმინალები გავლენის დაბრუნებას 90-იანების სტილში ცდილობენ

გამოქვეყნდა:

43 წლის გურამ ახალაია, 4 თებერვალს საკუთარ მანქანაში  ჩაცხრილეს. 44 წლის ვაჟა ტყებუჩავა, 2020 წლის 3 ივლისს მამის თვალწინ წამებით მოკლეს. 6 თვიანი შუალედით ჩადენილ ამ ორ მძიმე დანაშაულს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, თუმცა, არის დეტალები რომელიც ორივე გახმაურებულ საქმეშია. ორივე კაცი ფოთის ცენტრში ხალხმრავალ ადგილას მოკლეს, ორივეს მიმართ განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინეს და რა მთავარია ორივეს სასიკვდილო განაჩენი კრიმინალურმა სამყარომ გამოუტანა. 

ბოლო პერიოდში შექმნილ მძიმე და საშიშ ვითარებაზე ხალხი თავისუფლად მხოლოდ პირად საუბარში ყვება.  ქურდულმა სამყარომ ადგილობრივების დაშინება და მოსახლეობის საჩვენებელი დასჯა გასული წლის ზაფხულში დაიწყო. 

ფაქტია, რომ ფოთში კრიმინალური სუბკულტურა ახალი ენერგიით გააქტიურდა. ე.წ. კანონიერი ქურდები და მათთან დაახლოებული პატარა კრიმინალები გავლენების დაბრუნებას 90-იანების სტილში ცდილობენ. საჯარო  - დემონსტრაციული მკვლელობებით და ამ ფონზე ადგილობრივების დაშინებით უნდათ მოიპოვონ ავტორიტეტი, რომელსაც სამწუხაროდ სამართალდამცავები კარგავენ.    

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი