სახლში ცხედრის პოვნის შემდეგ, მოკლულის ნათესავმა პოლიციაში დარეკა - მკვლელობა ცხვარიჭამიაში

გამოქვეყნდა:

ცხვარიჭამიაში, სადაც 42 წლის მამაკაცი თავის სახლში მოკლული იპოვეს, ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მეზობლები ამბობენ, რომ შელაპარაკების ხმა, ჩხუბი ან ხმაური არ გაუგიათ. 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ნათესავმა, რომელიც ცხვარიჭამიაში, იმ სახლში მივიდა, სადაც მოკლული ცხოვრობდა, ცხედარი აღმოაჩინა, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკა. 

მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, ყელის მიდამოში აქვს მიყენებული. 

პოლიცია კომენტარს არ აკეთებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი