დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 7 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 283 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით დამატებით 404 ადამიანი ინფიცირდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 262 024 
  • გამოჯანმრთელებულია - 253 614 
  • გარდაცვლილია - 3 283 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 13 573, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 7 252, PCR ტესტით - 6 321
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,95%, ბოლო 14 დღის - 3,87%, ბოლო 7 დღის - 3,64%
  • კარანტინის რეჟიმში - 450
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 230
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 294

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 106 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 77 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,3 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი