ურთიერთშელაპარაკებისას ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

"1993 დაბადებული ს.ს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაკავებულმა 1973 წელს დაბადებულ ა.გ.-ს ცივი იარაღით მკლავისა და ხელის არეში დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ს.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს"

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი