კარავი ისევ გაშალეს - ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები კომპანიას 2 კვირიან ვადას აძლევენ

გამოქვეყნდა:


ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის 105-ე დღე მასშტაბური აღმოჩნდა. აქციის მონაწილეებმა ისევ გაშალეს კარავი და თურქულ კომპანიას ტერიტორიის დასატოვებლად 2 კვირიან ვადა მისცეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ.

თურქულ კომპანიაში კი ამბობენ, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნების მიუხედავად, არ აპირებენ პროექტზე უარის თქმას და ჰესის მშენებლობას გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, პროტესტის 97-ე დღეს, 30 იანვარს, პოლიციამ რიონის ხეობაში აქცია დაარბია და კარავი დაშალა, დააკავეს აქციის მონაწილეებიც.

დღეს კი შსს-- ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეს მანქანაში იარაღი და "დუბინკები" უპოვეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი