პოლიციამ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღი და "დუბინკები" ამოიღო

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღი და ე.წ. "დუბინკები" ამოიღო. 

"აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“.

პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ნამახვანჰესის მშენებლობას გარემოს დამცველებიც გააპროტესტებენ - აქციის 105-ე დღე რიონის ხეობაში 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი