სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, N15 (ქსნის) და N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდდადასტურებული პატიმრების უმეტესობა გამოჯანმრთელდა.
"N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 2 340 ტესტიდან მხოლოდ 9 ტესტის პასუხი იყო დადებითი. შესაბამისად, ორი კვირის წინ გამოვლენილი 38 შემთხვევიდან 29 პატიმარი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება N15 პენიტენციურ დაწესებულებას, აქ ჩატარებული 1 672 ტესტიდან ასევე 9 შემთხვევაში იყო პასუხი დადებითი, მაშინ, როდესაც ორი კვირის წინ ეს მონაცემი 40-ს შეადგენდა", - წერია უწყების განცხადებაში.
უწყების განცხადებით, ვითარება პენიტენციურ სისტემაში კონტროლს ექვემდებარება.