დღევანდელი, 8 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 298 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 799 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 106 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 78 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,3 მილიონზე მეტი.