აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ავთანდილ გალდავას ნიშნავენ

გამოქვეყნდა:

სამეგრელოს ძალოვნებში ცვლილებაა - "მთავარის" ინფორმაციით, ავთანდილ გალდავას, რომელიც ბადრი ესებუას საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანენ, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად ისევ ნიკა დიასამიძეს დააბრუნებენ.

დიასამიძე სამეგრელოში დაახლოებით 3 წელი მუშაობდა, შემდეგ ის თბილისში, სამინისტროში გადაიყვანეს, ახლა კი უკან აბრუნებენ.

გარდა ამისა, სამეგრელოს მთავარი პროკურორი, ილია ჯალაღანია, თბილისშია გადაყვანილი. შესაბამისად, სამეგრელოს მხარე ოლქის პროკურორის დანიშვნის მოლოდინშია. 

ცნობისთვის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა, თანამდებობა გუშინ დატოვა.

ამავე თემაზე: 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი