ბათუმში, ბენზეს დასახლებაში, ორმა ავტომობილმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხნა.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლა ერთ-ერთი მანქანის საავარიო მანევრს მოჰყვა. სხვა დეტალი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.