მუნიციპალური განვითარების ფონდში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. "მთავარის" ინფორმაციით, ფონდში გამოძიების დაწყება გელათის მონასტრის რეაბილიტაციას უკავშირდება, რა დროსაც დაიხარჯა ათეულობით მილიონი ლარი და ნაცვლად კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაცია- კონსერვაციისა, უნიკალური ძეგლი ახლა განადგურების პირასაა.
"მთავართან" საუბარში ფინანსური სამსახური ადასტურებს, რომ ფონდიდან გამოძიბისთვის საჭირო დოკუმენტაცია გამოითხოვეს.