საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჯერ არ გადაუწყვეტია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შეეცდება თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის დაბრუნებას გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში.
გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმის შებრუნების ვადა 1 აპრილს იწურება, თუმცა, ხელისუფლებამ ჯერ არ იცის როგორ მოიქცევა.
"სტრასბურგის სასამართლოში და ჰააგის სასამართლოში, ჩვენ ვეყრდნობით 700-მდე მტკიცებულებას, ერთიდაიგვიე ბაზას. მტკიცება უდანაშაულობას არ სჭირდება, მტკიცებულებები საჭიროა იმის წარსადგენად, ვინც ჩაიდინა დარღვევები და ეს კარგად გამოჩნდა 21 იანვრის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. ახლა ჰააგის სასამართლოს და პროკურორის ოფისის ამოცანაა - რადგან გამოიკვეთა პასუხისმგებელი სახელმწიფო განსაზღვროს ინდივიდუალურად პასუხისმგებელი პირები", - ამბობს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაეროს მართმსაჯულების სასამართლოში საქმის განხილვა აუცილებლად უნდა განახლდეს და სწორი წარმოების შემთხვევაში, საქართველოს ისეთივე შანსი აქვს ამ დავის მოგების, როგორც სტრასბურგის მოგების შემთხვევაში.
ცნობისთვის, 2008 წლის 12 აგვისტოს - რუსეთის წინააღმდეგ საქართველო ამ სარჩელით - ქართულმა მხარემ სტრასბურგს და ასევე ჰააგას მიმართა, თუმცა გაეროს მართმსაჯულების სასამართლომ წარმოებაში 2011 წელს მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში ჩვენი ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადა.