მარნეულის სოფელ ხიხანში, წუხელ ერთდროულად ოთხ ადგილას ხანძარი გაჩნდა, მათ შორის 2 საცხოვრებელი სახლია, დაიწვა სოფლის ამბულატორია და ერთერთი მოსახლის ბოსელიც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ კრიმინალური ფაქტები მიზანმიმართულად ხდება, თუმცა, პოლიცია არ რეაგირებს. მათივე თქმით, ხშირია საქონლის ქურდობის შემთხვევების და სამართალდამცველებს არც ამ ფაქტებზე ჰქონიათ რეაგირება.