ვაქცინაციის დაანონსებულმა თარიღმა გადაიწია

გამოქვეყნდა:

მმართველ გუნდს ამ დრომდე არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი, როდის და რა პრინციპით დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია.

მაშინ, როდესაც ბანგლადეშმაც კი შეძლო საკმარისი რაოდენობის პრეპარატის მიღება, საქართველო მხოლოდ 30 ათას ვაქცინას ელის.

მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ ქვეყანაში ვაქცინაციის გეგმა დაამტკიცა და თქვა, რომ ექიმების აცრა 15 თებერვლიდან დაიწყებოდა, დრომ კიდევ ერთხელ გადაიწია და მედიკოსები ვაქცინას თვის ბოლოს მიიღებენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია როდის აიცრება მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც რისკ ჯგუფშია ან მოქალაქეები, რომელთაც ვაქცინაციის სურვილი აქვს. 

ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტები სხვა ქვეყნის მაგალითზე მმართველ გუნდს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მაშინ, როდესაც მესამე რიგის ქვეყნებმა შეძლეს დიდი სახელმწიფოებისგან ჭარბი დოზით ნაყიდი ვაქცინა ან გამოესყიდათ ან საჩუქრად მიეღოთ, მმართველმა გუნდმა სწორი პოლიტიკა ვერც ამ მიმართულებით აწარმოა.

გარდა ამისა, ხელისუფლება არც განიხილავს ვაქცინის სხვა კომერციული გზით შემოტანას  და ამბობენ, რომ მოქალაქეებზე პასუხისმგებლები თავად არიან და ამ მისიას კერძო პირებს ვერ მიანდობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი