11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ, შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. გამოძიება კი 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.
ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.