ორი თავდასხმა ორ დღეში - ზუგდიდში, გელა შედანიას სახლს კიდევ ესროლეს

გამოქვეყნდა:

ორი თავდასხმა ორი დღის განმავლობაში. ზუგდიდში, მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრის სახლს დღეს კიდევ ესროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ.

მათი თქმით, სროლა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

"საქართველოსთვის" წევრები ამბობენ, რომ დილიდან სამეგრელოში წავლენ და ზუგდიდის პოლიციის უფროსს ამ საქმის პირად კონტროლზე აყვანას, ასევე შედანიას სახლზე 24 საათიანი კონტროლის დაწესებას მოსთხოვენ.

სამოქალქო აქტივისტები ითხოვენ, პოლიციამ დროულად მოძებნოს და დასაჯოს დამნაშავე. მათი თქმით, ეს ფაქტი აქტივისტების დაშინებას ისახავს მიზნად და იმ შემთხვევაში თუ პოლიცია სათანადო ნაბიჯებს არ გადადგამს, იძულებულები გახდებიან თავად მიიღონ ზომები და დაიცვან ოჯახები თავდასხმებისგან.

ჩვენ გუშინწინ ნიკა გვარამიას შოუში დავაანონსეთ რეგიონებში გასვლა. ახლა დაერიენ ჩვენს მოძრაობას. აქედან ოთხ აქტივისტს სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს კომენდანტის საათის განმეორებით დარღვევის გამო და პატიმრობა ემუქრებათ..." ამბობს ნიკა ნარსია.

მისივე თქმით, თავდასხმები უშუალოდ ხელისუფლების მითითებით ხდება. ამ წუთებში კი, შედანიას ოჯახში სასწრაფო დახმარებას ელოდებიან. როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, თავდასხმისა და სროლის დროს, სახლში იმყოფებოდნენ შედანიას მცირეწლოვანი ბავშვებიც, რომლებიც მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაში არიან.

შეგახსენებთ, რომ გელა შედანიას სახლს უცნობმა პირებმა გასულ ღამესაც გაუხსნეს ცეცხლი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი