პოლიციამ მობილური ხელიდან გამაგდებინა, ხელბორკილები დამადო და დამაკავა - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

პოლიციამ ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავა. როგორც თუთბერიძე წერს, იმ დროს დააკავეს, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის, ასევე დაკავებულის ადგილსამყოფელის გარკვევას ცდილობდა: 

დღეს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის და, მოულოდნელი დაკავების შემდეგ, მისი ადგილსამყოფელის გარკვევის მცდელობისთვის პოლიციამ მობილური ხელიდან გამაგდებინა, ხელბორკილები დამადო და დამაკავა" წერს თუთბერიძე.

საბოლოოდ კი სამართალდამცველებმა თუთბერიძეს პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.

ადვოკატი მომხდარს ადვოკატის საქმიანობაში უკანონო ჩარევად აფასებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი