დღევანდელი, 9 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 306 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 829 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 566 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 78 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,3 მილიონზე მეტი.