ხულიგნობა ქუთაისში - კუპრაძის ქუჩაზე, სავარაუდოს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, გაჩერებაზე დამონტაჟებული მინის ვიტრინა ჩაამსხვრია.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. ადგილობრივების განმარტებით, აღნიშნულ ქუჩაზე წვრილმანი ხულიგნობები კომენდანტის საათის დროს გახშირდა, როცა წესით, პოლიციას ამ დროს ყველა დასახლებული პუნქტი და ქუჩა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჰყავდეს.