ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების გამო 1 პირი დავაკავეთ - საგამოძიებო სამსახური

გამოქვეყნდა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, 750 ლარის სანაცვლოდ, ბანკიდან კრედიტის მიღების მსურველ ერთ-ერთ პირს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმადაც, მოქალაქეს ხელფასის სახით ყოველთვიურად ვითომდა ერიცხებოდა 2 740 ლარი", - წერია უწყების განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხა, 20 სხვადასხვა პირზე გაცემული ყალბი საბანკო ამონაწერები და ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად განკუთვნილი ერთ-ერთი კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შტამპები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე და 208-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი