ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 40%-დან 47%-მდე მერყეობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ კორონავირუსის წინაარმდეგ ვაქცინა გამოსავალია და მზად არიან ის გაიკეთონ.
"ეს რისკი რა თქმა უნდა, რეალურად არსებობს და ვაქცინის მიმართ უნდობლობა არის ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელსაც ყველა ქვეყანა აწყდება, ჩვენ დაახლოებით, 40%-დან 47%-მდე მერყეობს ის მაჩვენებელი, რაც მიუთითებს, რომ მოსახლეობა არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ ვაქცინა იქნება გამოსავალი და მზადაა გაიკეთოს", - თქვა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, 40% არაა სასურველი მაჩვენებელი, თუმცა ჯერ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებთან მუშაობენ, სადაც ეს მაჩვენებლი 100%-იანი არაა.
გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის პარალელურად საინფორმაციო კამპანია მეტად აქტიური იქნება.