კარგი წარმოდგენის ვარ ჩემს მოძმეებზე და საქართველოს მოსახლეობაზე – გამყრელიძე ცერცვაძის პასუხად

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, რომ კორონავირუსის ხელოვნურად აფეთქება შესაძლოა მოხდეს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოზე კარგი წარმოდგენისაა და ასეთი რამ აქ არ მოხდება. 

"მე კარგი წარმოდგენის ვარ ჩემს მოძმეებზე და საქართველოს მოსახლეობაზე არამგონია რომ ეგეთი რამე... ერთადერთი მოგეხსენებათ, რომ ეს საქართველოში კი არა მთელ მსოლფიოში პანდემია გახდა პოლიტიზირებული განსაკუთრებით ვაქცინაცია, ნახეთ ბილ გეიტსის გამოსვლა, ვაქცინაცია გახდა პოლიტიკური იარაღი, ყველას ვურჩევ ნუ გამოვიყენებთ ჩვენ გარკვეულ პოლიტიკურ შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, კოვიდთან ბრძოლაში ყველა უნდა ვიყოთ სოლიდარული და ამან უნდა გააერთიანოს მთელი ქვეყანა" – ამბობს ამირან გამყრელიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი