ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ 1 პირი დააკავა, მას ბრალად ნარკოდანაშაული ედება. დაკავებულის ოჯახისწევრები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი მანქანაში პოლიციამ ჩადო, ამის გამო მათ უწყების წარმომადგენლებთან დაპირისპირებაც ჰქონდათ.
სპეცოპერაციის დროს ოჯახის წევრები ცდილობდნენ, რომ პოლიციის მიერ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შესულიყვნენ, დაპირისპირების დროს სამართალდამცავებმა ბრალდებულის და ადმინისტრაციული სამართალდაღვევის გამო დააკავეს.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. ავტომობილიდან ამოღებულია თანხაც.
"მეც აქ ვიყავი რომ მოვიდა, გამოვიდა სახლიდან, საქმე მაქვსო, აქ დააკავეს, გაჩხრიკეს და ჯიბიდან წამალი ამოიღეს, მას არაფერი არ ჰქონდა, ჩაუდეს ჯიბეში, 10 გრამი", - ამბობს დაკავებულის და.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
ავტორი: საბა ბუაძე.