მასშტაბური სპეცოპერაცია - იტალიაში 55 ქართველი დააკავეს

გამოქვეყნდა:

იტალიის პოლიციამ კრიმინალური სქემა გამოააშკარავა - დაკავებული 62 პირიდან 55 ქართველია

საუბარია დამნაშავეებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ტიპის დაჯგუფებაში იყვნენ ჩართულები და მონაწილეობდნენ ძარცვაში, ქურდობასა და მკვლელობაში. სქემის გამოსარკვევად იტალიელი სამართალდამცველები 3 წელი მუშაობდნენ.

იტალიელი პროკურორის ინფორმაციით, კრიმინალურ დაჯგუფებაში, რომელსაც ქართველები მართავდნენ, ასევე შედიოდნენ უკრაინელები და რუსები. ამასთან, ქართველ დამნაშავეებს სხეულზე აღმოაჩნდათ ერთნაირი ტატუები, რომელიც ე.წ.ქურდულ სამყაროსთან ასოცირდება. 

ამ დროისთვის სპეცოპერაცია კვლავ გრძელდება სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად. დაჯგუფება თანამშრომლობდა უნგრეთთან, ბელგიასა და პოლონეთთან - შესაბამისად, იტალიური პრესის ცნობით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ კიდევ 35 პირი იძებნება. 

ცნობისთვის, სპეცოპერაცია რეჯიო-ემილიაში მიმდინარეობს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი