ვახტანგ კალოიანი: ვაქცინის გარეშე მოგვიწევს ყოფნა მინიმუმ 1,5-2 წელი

გამოქვეყნდა:

კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ვახტანგ კალოიანი, ვაქცინაციაზე საუბრისას ამბობს, რომ 15 000 ადამიანის ასაცრელად სამყოფი დოზა, რომელსაც ამ თვეში ველოდებით, არა ჯანდაცვის სამინისტროს, არამედ ნინო ბერძულის დამსახურებაა.

"როგორ მივიღეთ ის ვაქცინები, რაც მივიღეთ? არავინ ახსენებს პერსონალურად 1 ადამიანს, რომელიც არის საქართველოს წარმომადგენელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, ქალბატონი ბერძული, რომლის შრომით და დამსახურებით - ჯანდაცვის სამინისტროს გარეშე - გვაქვს Pfizer-ის ამ რაოდენობის ვაქცინები მაინც..."

კალოიანი ფიქრობს, რომ საქართველოს მოსახლეობა ვაქცინის გარეშე კიდევ 2 წელი დარჩება. 

"ობიექტური რეალობაა, რომ ჩვენ ვაქცინის გარეშე მოგვიწევს მინიმუმ 1,5-2 წელი ყოფნა. მინდა ვცდებოდე, მაგრამ არ ველოდები, რომ 2 წელში გვექნება პოპულაციური იმუნიტეტი. ზაფხულიდან დეკემბრამდე, საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ავიდეთ [აცრილთა] რაღაც რაოდენობაზე. ამიტომ, არ უნდა შევანელოთ მზადყოფნა და შრომა ვაქცინის გარეშე არსებობისთვის", - თქვა კალოიანმა.

შეგახსენებთ, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი