რა მტკიცებულებები დარჩება კარტოგრაფების საქმეში - სასამართლო დღეს დასაშვებობაზე იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმის განხილვას განაგრძობს - რა მტკიცებულებები დარჩება საქმეში ეს დღევანდელ პროცესზე გაირკვევა. მანამდე ადვოკატები, პროკურატურის 1: 200 000-იანი მასშტაბის რუკის დაუშვებლობას მოითხოვენ, სწორედ ეს რუკა იქცა პოლიტიკური დაპირისპირების საგნად. რუკები დასადარებლად ექსპერტიზაზე იყო გაგზავნილი, რათა დადგენილიყო რა რაოდენობის ტერიტორიის დაკარგვის საფრთხე ექმნებოდა საქართველოს. ადვოკატების მტკიცებით, ექსპერტებმა დასკვნა ყველა მნიშვნელოვანი გარემოების იგნორირებით დაწერეს, რის გამოც  უფლებათდამცველები, პროკურატურის მტკიცებულებათა ნუსხიდან, ამ დასკვნის ამოღებას მოითხოვენ.

"ჩვენ გვაქვს არაერთი შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, რომლებიც არის მოპოვებული საპროცესო კანონმდებლობის ძალიან უხეში დარღვევით. მათ შორის ასეთია ის ძირითადი რუკები, როლებზეც დაფუძნებულია ბრალდება. სასამართლოს წესით უნდა გაუჭირდეს სხვა გადაწყვეტილების მიღება, გარდა იმისა, რომ დაუშვებლად სცნოს არსებული მტკიცებულებები", - თქვა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.

მისი თქმით, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს არ უნდა გადაეცეს, რადგან მისი არა თუ არსებითი განხილვის, არამედ გამოძიების დაწყების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი