დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 10 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 311 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 469 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 263 601
  • გამოჯანმრთელებულია - 255 385
  • გარდაცვლილია -  3 311
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 18 244, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11 615, PCR ტესტით - 6 629
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,98%, ბოლო 14 დღის - 3,64%, ბოლო 7 დღის - 3,41%.
  • კარანტინის რეჟიმში - 421
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 094
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 316

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 79 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,3 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი