სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ამნისტიის შედეგად საპატიმროები უკვე 189-მა პატიმარმა დატოვა. 9 თებერვლის მდგომარეობით პენიტენციური დაწესებულებები უკვე დატოვა 170-მა მსჯავრდებულმა და 19-მა ბრალდებულმა პირმა.
უწყების ინფორმაციით:
მათივე ინფორმაციით, საპატიმროებიდან გათავისუფლებული 170 მსჯავრდებულიდან 10 გათავისუფლებული ქალი მჯავრდებულია. ორმა ქალმა მსჯავრდებულმა საპატიმრო დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის შემცირების შედეგად დატოვა, ხოლო 4 მსჯავრდებულ ქალს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.
პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ სასამართლოში სულ 4 055 პატიმრის საქმეა გაგზავნილი და მათი გათავისუფლების პროცესი გაგრძელდება.