საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გასული წლის ბოლოს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების სასამართლო პროცესი დღესაა ჩანიშნული.
აღსანიშნავია, რომ ამ დაკავების გამო საქართველო საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდა გახვეული. უკრაინის 2 მოქალაქესთან ერთად უკანონო პატიმრობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ბატურინიც.
"ეს ადამიანები დამნაშავეები არ არიან, ისინი წაასხეს, როგორც ტყვეები - საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შესვლა შეუძლია ნებისმიერ, არასამხედრო გემს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა უკვე გაუგზავნა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს - უკრაინა დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვს", - ამბობს დაკავებული მეზღვაურების ადვოკატი.
2020 წლის 28 ნოემბერს დაკავებული სამი მოქალაქის აყვანა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს და რომ ამ კატარღაზე სამართალდამცველები მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ.
კატარღა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა იგი, საქართველოს ტერიტორიული წყლების გავლით, უკრაინიდან თურქეთში მიდიოდა.