ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვდნენ დღეს კიევში საქართველოს საელჩოსთან. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ბრალდებულების ახლობლები ამტკიცებენ, რომ უკრაინის მოქალაქეები უსაფუძვლოდ არიან დაკავებული და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით იმათ შესაბამისი წერილი საქართველოს ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ამ დრომდე მათთვის პასუხი არავის გაუცია.
"საკითხი დგას - დიპლომატიური სკანდალია, ორი პირი არის მძევლად, უკრაინის მოქალაქე, ქართულ ციხეში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლებს გარეშე. ამ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს", - ამბობს დაკავებულების ადვოკატი ბექა ბასილაია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველს იმედი აქვს სასამართლო პროცესი სამართლიანად ჩატარდება და მათი მოქალაქეები გათავისუფლდებიან.
დაკავებულების წინასასამართლო სხდომა ბათუმში, 10 თებერვალს არის ჩანიშნული.
უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე 2020 წლის 28 ნოემბერს შავ ზღვაში დააკავეს.
ამავე თემაზე: